About the vacancy
ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს კორპორატიულ კლიენტებთან, განავითარებს კლიენტების ბაზას და უზრუნველყოფს გაყიდვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცესებს. სამუშაო ადგილი მდებარეობს თბილისში.
მოვალეობები
- კორპორატიულ კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება
- კორპორატიული კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება
- შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა
- საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების შემოწმება და ვალიდურობის დადგენა
- საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების მხარდაჭერა
- კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე, აგს-ებზე, ტალონებისა და კორპორატიული ბარათების გადანაწილება და მიწოდების უზრუნველყოფა
- გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი საბარათე-სატალონე სისტემაში
- კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით
- ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
- თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 8
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად, პლუს საბონუსე სისტემა
კონტაქტი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ელფოსტაზე career@connect.com.ge