About the vacancy
ვეძებთ დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტს. პოზიცია მოიცავს სამშენებლო ობიექტზე დოკუმენტების მომზადებას, აღრიცხვას, მონიტორინგსა და არქივირებას, ასევე დამკვეთთან წერილობით კომუნიკაციას.
მოვალეობები
- მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება საჭიროების შესაბამისად
- დოკუმენტების შესრულებისა და გაფორმების დადგენილ ვადებში მონიტორინგი
- მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ არქივირება
- სამშენებლო ობიექტზე არსებული პროექტებისა და დოკუმენტაციის სრულყოფილი არქივირება
- ობიექტზე ყოველდღიური ანგარიშების წარმოება და დამკვეთთან გაგზავნა
- დამკვეთთან წერილობითი ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად
- ობიექტის თანამშრომლების გაფორმება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ელექტრონულად არქივირება
- სამუშაო სპეციფიკიდან და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებების შესრულება
კონტაქტი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე hr@anagi.ge